Tuesday, 5 November 2013

          დაქალს წიგნი გამოვართვი სუადის ”ცოცხლად დამწვარი”, რომელშიც რეალური ამბავია აღწერილი. თვითონ  წინა დღეს იყიდა და იმღამესვე წაიკითხა.ახლა,  კი  აღტაცებული და შოკირებული მე მაძლევს. ერთი სული აქვს  როდის მომიყვება წიგნის შინაარს, მაგრამ მე ვაჩუმებ. არ მინდა წინასწარ რაიმე ვიცოდე. ხიბლი დამეკარგება...
        წიგნის წასაკითხად მოვკალათდი, სანიშნი ფურცელიც ავიღე, როცა კითხვა მომბეზრდებოდა დამენიშნა ის ადგილი სადაც გავჩერდებოდი.ახლახანს სანიშნი ვახსენე ხომ?!  რა სანიშნი, რის სანიშნი... ვიღას გააახსენდა იგი წიგნის დასასრულამდე. თითქოს პირველსავე სიტყვების წაკითხვისას წიგნში ჩავიკარგე . აღარც არაფრის ხმა მესმის და ვეღარც ვერაფერს ვხედავ . თითქოს ფილმს ვუყურებ, რომელსაც ტირანი რეჟისორი ჰყავს.
       მახსოვს პირველად მთელს ტანზე ეკალმა მაშინ დამაყარა , როდესაც გავიგე , რომ მუსლიმანურ ქვეყნებში გოგოს დაბადებას წყევლად მიიჩნევდნენ და დედები (თუ მათაც დედები ჰქვიათ ) ახალშობილ გოგონებს ცხვრის ტყავში გუდავდნენ. აი, ამის მერე კი ეკლები ჩემი თანამგზავრნი გახდნენ წიგნის დასარულამდე და მერეც....
        ” მოგახსენებთ, ბატონო, იქ მცხოვრებ ქალს ცხოვრება არ აქვს. გოგონების უმრავლესობას სცემენ, ცუდათ ექცევიან , თავს აჭრიან , წვავენ, კლავენ . იქაურებისთვის ეს ნორმალური მდგომარეობაა. დედაჩემს ჩემი მოწამვლა სიძის მიერ ცუდად შესრულებულ დავალების ”დასარულებლად” სურდა და მისთვის აქ მიუღებელი არაფერია ; იმ სამყაროში, სადაც ის ცხოვრობს , ითვლება, რომ ქალები ასე უნდა ცხოვრობდნენ. გირტყამენ და  ასეც უნდა  იყოს, გწვავენ და ასეც უნდა იყოს, თავს გაჭრიან და ასეც უნდა იყოს, ცუდათ გექცევიაბ და ეს ნორმალურია. მამაჩემის სიტყვებით, ძროხას და  ცხვრებს ქალზე მეტი ფასი აქვთ. თუ სიცოცხლე გინდა, გაჩუმდი, დაემორჩილე, თავი დაიმცირე, გათხოვდი ქალწული და ვაჟები გააჩინე. მამაკაცს რომ არ შევხვედროდი, ჩემი ცხოვრებაც ასეთი იქნებოდა. ჩემი შვილები, შვილიშვილები იმავე ცხოვრებით იცხოვრებდნენ.თუ დედაჩემივით საკუთარ შვილებს მოვგუდავდი ესეც ნორმალური იქნებოდა. ალბათ ქალიშვილებს მოვკლავდი, მათი დაწვის ნებართვასას მივცემდი. ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის საზარელია ! მაგრამ იქ  რომ დავრჩენილიყავი, მეც იმავეს ჩავიდენდი ! იქ, საავადმყოფოში, მომაკვდავი ვიწექი და ჯერ კიდევ მეგონა, რომ რაც დამემართა , ნორმალური მოვლენა იყო. აქ , ევროპაში ჩამოსული 25 წლის ასაკში , ჩემ გარშემო ადამიანების საუბრდან მივხვდი, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ქალებს არ წვავენ, გოგონასა და ბიჭის დაბადება ერთნაირად უხარიათ. ჩემთვის კი სამყარო ჩემი სოფლით შემოიფარგლობოდა. ”
        ეს მცირე პასაჟია იმისა, რაც მე წიგნში ამოვიკითხე.  ძნელია არა თვალები შუბლზე არ აგივიდეთ ?! მიჭირს რაიმეს თქმა . საშინელებაა ! შოკირებული ვარ . ჩემთვის შემაძრწუნებელია ის ფაქტი , რომ შეიძლება ადამიანში ამდენი სისასტიკე, ბოროტება , სიძულვილი, შეუბრალებლობა და ბევრი სხვა უარყიფითი (თუმცა უარყოფითი მსუბუქად ნათქვამია ) თვისებები ბუდობდეს . ყველა მათგანს კი დრომოჭმული ტრადიციები მართავს. დრომორჭმული არა, მაგრამ ახალი და უკვე საშინლად დაკუჭული სანიშნი კი ვიპოვე ჩემს გვერდით. ნეტა რას ვერჩოდი ?! ახლა კი , მკითხველს თავი, რომ არ შევაწყინო ერთს ვიტყვი , რომ მომავალშიც გავაგრძელებ მსგავს თემებზე წერას, რადგან ეს მე ძალიან მაწუხებს და ალბათ თქვენც ჩემთან ერთად.

                                                                                                      ელიზავეტა გეგეშიძე

No comments:

Post a Comment